Friday, June 1, 2018

პოროშენკოს კორტეჟის მანქანა ბავშვს დაეჯახა


უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟის მანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გრიგორენკოს ქუჩაზე მოხდა.
13 წლის ბავშვი ველოსიპედით ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე გადადიოდა. ბავშვი თავის ქალის დახურული ტრავმითა და ფეხის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პოროშენკოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მანქანა, რომელიც ბავშვს დაეჯახა, პრეზიდენტის კორტეჟის არ იყო.
imeidnews.ge

No comments:

Post a Comment