Friday, June 1, 2018

როგორ აღმოვჩნდით შვილმკვდარი მამის დასახმარებლად მისულები, პოლიტიკურ აქციაზე - მოქალაქის ბლოგი

ბიჭი, რო­მე­ლიც ზამ­თრის ერთ დი­ლას სკო­ლა­ში წა­ვი­და, სახ­ლში ცო­ცხა­ლი ვე­ღარ დაბ­რუნ­და... დათო სა­რა­ლი­ძე მის­მა თა­ნა­ტო­ლებ­მა სიკ­ვდი­ლის­თვის გა­ი­მე­ტეს. მშობ­ლებ­თან, კლა­სე­ლებ­თან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო 5 თვე ელო­და მკვლე­ლის პოვ­ნას და დას­ჯას. ძა­ლი­ან რთუ­ლია, პი­რად ტრა­გე­დი­ად არ აღიქ­ვა მომ­ხდა­რი.
31 მა­ისს, შუ­ა­დღი­სას მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­მელ­მაც და­ად­გი­ნა, რომ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მკვლე­ლი არ არ­სე­ბობს. აი ასე, მოკ­ლუ­ლი დათო სა­რა­ლი­ძე არა­ვის მო­უკ­ლავს. ეს სა­ზა­რე­ლი ამ­ბა­ვი კი ბი­ჭის მა­მის­გან გა­ვი­გეთ. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, ცრემ­ლი­ა­ნი ზაზა სა­რა­ლი­ძე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ემუ­და­რე­ბო­და, მარ­ტო არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მი­საღ­წე­ვად მას­თან ერ­თად დამ­დგა­რიყ­ვნენ.
აქ­ცი­ებ­ზე არა­სო­დეს დავ­დი­ვარ, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გულ­წრფე­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის ეჭვი მე­პა­რე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი იყო - შე­უძ­ლე­ბე­ლია, შვილმკვდარ მა­მას არ ენდო. დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს, და­თოს მკვლე­ლი ცი­ხე­ში უნდა წა­ვი­დეს, ამა­ზე ყვე­ლა შევ­თან­ხმდით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ცია და­ი­გეგ­მა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­ვუ­ერ­თდი.
პარ­ლა­მენ­ტთან ჯერ კი­დევ მა­შინ მი­ვე­დი, რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის­კენ მი­დი­ოდ­ნენ. ხალ­ხმა ნელ-ნელა და­ი­წყო შეკ­რე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, უმე­ტე­სად, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა მო­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ნა­კად­ში შევ­ნიშ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია, არ გა­მო­ჩე­ნი­ლან ტე­ლე­ეკ­რან­ზე - „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი, მათი ახ­ლობ­ლე­ბი. ვფიქ­რობ - არა უშავს, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, მთა­ვა­რია, მიკრო­ფონ­თან არ მი­უშ­ვან, რა ესაქ­მე­ბათ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს შვილმკვდა­რი მა­მის აქ­ცი­ა­ზე მიკრო­ფონ­თან?!მალე ზაზა სა­რა­ლი­ძეც მო­ვი­და. მის გვერ­დით ზვი­ად კუპ­რა­ვა და­ვი­ნა­ხე. ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სა­ხე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს აქ­ცი­ე­ბის სას­ტიკ დარ­ბე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა. თავს ვირ­წმუ­ნებ - არა უშავს, შვილმკვდა­რი მა­მაა, დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ბავ­შვის მკვლე­ლე­ბი და­სას­ჯე­ლე­ბი არი­ან... იწყე­ბა მო­წო­დე­ბე­ბი, რომ და­კი­თხონ სას­წრა­ფოდ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი... ხალ­ხი ტაშს უკ­რავს.
მო­თხოვ­ნე­ბი სულ უფრო იც­ვლე­ბა. „გა­დად­გეს პრე­მი­ე­რი!“; „გა­დად­გეს მთავ­რო­ბა!“; „ბი­ძი­ნა, წადი!“; - აღა­რა­ვის, სა­ერ­თოდ აღა­რა­ვის ახ­სოვს დათო სა­რა­ლი­ძე, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გა­ვი­და და ცო­ცხა­ლი ვე­ღარ დაბ­რუნ­და. პა­ტა­რა ბიჭი, რომ­ლის მკვლე­ლი ახლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სახ­ლში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბით ირ­თობს თავს. „გა­დად­გეს ლე­ვან იზო­რია!“; „გა­დად­გეს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი!“; „გა­დად­გეს გა­ხა­რია!“..მივ­ხვდი, რომ სას­ტი­კად მოვ­ტყუვ­დი. „ფე­ის­ბუქ­ზე“ შევ­დი­ვარ, ვკი­თხუ­ლობ სხვა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით შვილმკვდა­რი მა­მის და­სახ­მა­რებ­ლად მო­ვიდ­ნენ და პო­ლი­ტი­კურ აქ­ცი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდნენ. სახ­ლებ­ში დამ­ძი­მე­ბუ­ლე­ბი მივ­დი­ვართ...
პრე­მი­ე­რის მის­ვლას აქ­ცი­ა­ზე უკვე ტე­ლე­ვი­ზო­რით ვუ­ყუ­რე. უფრო სწო­რად, თვა­ლებ­და­ხუ­ჭუ­ლი ვუს­მენ­დი, ძა­ლი­ან მრცხვე­ნო­და მათ ნაც­ვლად, ვინც ბოთ­ლებს ის­რო­და. სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, არ უნ­დო­დეთ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მოს­მე­ნა მათ, ვინც უსა­მარ­თლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს, მაგ­რამ ბოთ­ლე­ბის სრო­ლა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს პრო­ტეს­ტის ფორ­მა.
სა­ბო­ლო­ოდ, გა­ვარ­კვი­ეთ რა სურ­და პრე­მი­ერს - გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყე­ბა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გა­დად­გა, საქ­მე­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია ჩა­ერ­თვე­ბა. მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი, „ნუ მომ­კლავ“ ნა­წი­ლობ­რივ შეს­რუ­ლე­ბუ­ლია - ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ზე­წო­ლას გა­აგ­რძე­ლებს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას მო­ი­თხოვს, ძა­ლი­ან დი­დია შან­სი, მკვლე­ლი და­ი­სა­ჯოს. თუმ­ცა რუს­თა­ველ­ზე კვლავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მას მო­ი­თხო­ვენ. იზო­რი­ას წას­ვლას მო­ი­თხო­ვენ.
„ფე­ის­ბუქ­ზე“ და­ი­დო ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ შეხ­ვდა ზაზა სა­რა­ლი­ძე რუს­თა­ველ­ზე მი­სულ პრე­მი­ერს - შვილმკვდა­რი მამა იმე­დი­ა­ნად ეხ­ვე­ვა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, ხალ­ხს მო­უ­წო­დებს, დამ­შვიდ­დნენ და პრე­მი­ერს მო­უს­მი­ნონ. ბოთ­ლე­ბის ინ­ცი­დენ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი, სა­რა­ლი­ძე მიკრო­ფონ­თან დგე­ბა და ამ­ბობს, რომ პრე­მი­ე­რი მას­თან თა­ნაგ­რძნო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად არ მი­სუ­ლა, „ის უნდა გა­დად­გეს!“
მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­კუ­თარ ძა­ლას იგ­რძნობ­და, მიხ­ვდე­ბო­და, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­რე­შეც შეგ­ვიძ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს, არ გა­მარ­თლდა. რუს­თა­ველ­ზე ახლა კარ­ვე­ბი დგას, სა­დაც მთე­ლი ღა­მის მან­ძილ­ზე დარ­ჩა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. დღეს კო­ლო­ნას და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან ელო­დე­ბი­ან...
„მთავ­რო­ბა უნდა გა­დად­გეს!“ „ბი­ძი­ნა, წადი!“ - ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მუდ­მი­ვად ერთ წრე­ზე ტრი­ა­ლებს...
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment