თურქეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა და ვითარება, რომელიც ახლა ქვეყანაშია, აჩვენებს, რომ მდგომარეობა არც ამ არჩევნებზე და არც უახლოესი წლების მანძილზე არ შეიცვლება... თურქეთში არსებული პოლიტიკური სიტუაცია კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ საპრეზიდენტოსთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებიც ტარდება.
ამასთან, არჩევნების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციური ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, 2017 წლის აპრილში თურქეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რაც ერდოღანის განმარტებით, მაშინ არსებული აუცილებელი პოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული...
გახდება თუ არა პრეზიდენტი კიდევ ერთხელ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, რომელივ 15 წელზე მეტია ქვეყნის სათავეშია, თუმცა ამჯერად განუსაზღვრელი ვადითა და ძალაუფლებით, ეს 24 ივნისს არჩევნებზე გახდება ცნობილი...ერდოღანმა უკვე მიმართა თურქ ამომრჩევლებს და მოუწოდა, 24 ივნისს არჩევნებზე მივიდნენ და მას დაუჭირონ მხარი. „დასავლეთი 24 ივნისის არჩევნებს ელოდება. რისი ნახვა სურთ მათ? - ერდოღანის მარცხის. მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ? მე მჯერა, რომ თქვენ მათ ამ გაკვეთილს ჩაუტარებთ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა სტამბოლში წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.რაც შეეხება ზოგად პოლიტიკურ სურათს, თურქულმა ოპოზიციამ ძველ შეცდომებზე ისწავლა და ერდოღანის ძალაუფლების წინააღმდეგ გაერთიანდა... თურქეთის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, ბოლო ათი დღის განმავლობაში პრეზიდენტის რეიტინგი 47,1%-მდე დაეცა. თურქული მედიის ცნობით, ეს არ არის საკმარისი, რომ ერდოღანმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს... მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტს დამაჯერებლად არასდროს გაუმარჯვნია, 2015 წელს მან 51,1% აიღო.
ერდოღანის მთავარი კონკურენტია მუხარატ ინჯე, რომლის რეიტინგი, ერდოღანის მხარდამჭერების შემცირების კვალდაკვალ მატულობს - მას ამორმჩევლის 27,8% უჭერს მხარს. მესამე, ვინც თურქეთში პოპულარობით სარგებლობს, არის ყოფილი შს მინისტრი და პარლამენტის წევრი, პროფესიით ფიზიკოსი მერალ აქშინერი, რომელსაც ამომრჩეველთა 14,1% უჭერს მხარს.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ერდოღანი პირველ ტურში 49%-ს აიღებს, მეორეში კი, 50,5%-ს. თუმცა, ეს კვლევები, რასაკვირველია, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ცენტრის მიერ არის წარმოებული.
სხვა კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით, 16% "თავისუფალი რჩება". პოლიტიკური ექსპერტის ილშატ საეტოვის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ერდოღანსა და ოპოზიციას ახლა, ერდოღანის სახელმწიფოს მანქანების დაუნდობელი ზეწოლის მიუხედავად, ერთნაირი შანსები აქვთ.
საქმე ის არის, რომ თუ მუხარ ინჯე მეორე ტურში გადავა, ის ქურთების ხმის გადაბირებასაც შეძლებს და იმ ამომრჩევლის ხმებსაც მოიპოვებს, რომლებიც “ორ უარესს შორის უკეთესის არჩევას ცდილობდნენ და ერდოღანს უჭერდნენ მხარს”.
ისლამისტები ასევე ყურადღებით ადევნებენ თვალს ოპოზიციონერ კანდიდატს და მიიჩნევენ, რომ სურათი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მათივე მოსაზრებით, ბევრი თვალსაზრისით, “თუ ერდოღანი მეტნაკლებად მაინც სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს, “მოქმედი პრეზიდენტისა და ინჯეს ხმები დაახლოებით ერთნაირად გაიყოფა.”
"სხვა შემთხვევაში კი, ერდოღანი პირველივე ტურში გაიმარჯვებს და ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც მისი პროპაგანდის მანქანა პროგნოზირებს და ერდოღანი 2029 წლამდე “იმეფებს" თურქეთში... თუმცა, თუ ჯანმრთელობა შეუწყობს ხელს, ასევე შეუძლია 2037 წლამდეც დარჩეს..." - წერს საეტოვი.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment