Sunday, June 17, 2018

ირლანდიაში მკრეხელობა შესაძლოა აღარ დაისაჯოს

ირლანდიის ხელისუფლება ოქტომბერში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რეფერენდუმსაც ჩაატარებს, რომლის მიზანიც იმის გარკვევაა, სურს თუ არა მოსახლეობას, კონსტიტუციიდან ამოიღონ მკრეხელობის განმარტება. ამის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში უკვე 80 წელზე მეტია არსებობს. ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მკრეხელობის ჩამდენი, კონსტიტუციის თანახმად, 25 ათასი ევროთი ჯარიმდება. ამ დროის განმავლობაში კანონის დარღვევისთვის ჯერ არავინ გაუსამართლებიათ. მხოლოდ 2015 წელს, ამ მუხლით ბრალი კინაღამ წაუყენეს მსახიობ სტივენ ფრაის.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment