Sunday, June 17, 2018

მოვიდა ბუტა და მითხრა სახლში გაეთრიეო... შემაფურთხა" - რას ამბობს პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული

და­ნით პო­ლი­ცი­ე­ლის შე­ში­ნე­ბა მინ­დო­და და არა მოკ­ვლა,- ამის შე­სა­ხებ ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ მუ­ხა­ეს­ტა­ტეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ბე­სიკ ტა­კი­ძემ ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და. ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, შემ­თხვე­ვის დღეს მდი­ნა­რე­ზე სა­ქე­ი­ფოდ იმ­ყო­ფე­ბო­და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას სა­კუ­თარ სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ი­ნა­ხა და მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბას შე­ე­ცა­და.
რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ მი­უ­ახ­ლოვ­და, ბუტა ან­თა­ძემ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა სთხო­ვა.
ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ „შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო, პო­ლი­ცი­ე­ლის შე­ში­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა“, თუმ­ცა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და.
„და­კა­ვე­ბი­სას იზო­ლა­ტორ­ში წყალს არ მა­ს­მევ­დნენ, სა­პირ­ფა­რე­შო­შიც არ მიშ­ვებ­დნენ. რა­საც მე­და­ვე­ბი­ან არ ვე­თა­ნე­ბი. მე­გობ­რებ­თან ერ­თად მდი­ნა­რე­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სა­ქე­ი­ფოდ და დანა თან მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი. უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას გა­მო­ვე­დი სო­ფელ მუ­ხა­ეს­ტა­ტეს ცენ­ტრში, სა­დაც ხის გა­და­ტა­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სახ­ლის­კენ რომ მივ­დი­ო­დი ხალ­ხმრავ­ლო­ბა და­ვი­ნა­ხე. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც და­ვი­ნა­ხე და სა­უ­ბარს შე­ვე­ცა­დე. მო­ვი­და ბუტა ან­თა­ძე და მი­თხრა სახ­ლში გა­ეთ­რი­ეო... შე­მა­ფურ­თხა, რის გა­მოც ავ­ღელ­დი. ნერ­ვებ­მოშ­ლილ­მა დანა ავი­ღე და გა­მო­ვი­ყე­ნე. შე­ში­ნე­ბა მინ­დო­და, ვიდ­რე მოკ­ვლა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ტრა­გე­დია მოხ­და, რის გა­მოც ძა­ლი­ან ვწუ­ხავრ და ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს",- გა­ნა­ცხა­და ბე­სიკ ტა­კი­ძემ.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment