Monday, June 11, 2018

პოლიცია პარლამენტთან კარვებს იღებს

პოლიცია პარლამენტის წინ გაშლილ კარვების კონსტრუქციას შლის და ტერიტორიიდან გააქვს. ეს ის კარვებია, რომლებიც დღეს 12:00 საათისთვის მთავარი გამზირის ცენტრალურ მონაკვეთზე გადაიტანეს აქციის მონაწილეებმა.
სამართალდამცველების რაოდენობა რუსთაველის გამზირზე გაზრდილია მას შემდეგ, რაც ნიკა მელია და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, სავარაუდოდ საუბარია 6 ადამიანზე, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment