Monday, June 11, 2018

Microsoft-მა E3-ზე გეიმერებს სიახლეები წარუდგინა

გუშინდელ E3-ზე შეიძლება ითქვას, რომ Microsoft-მა გეიმერებს უამრავი სიახლე წარუდგინა. ამის შესახებ CNBC წერს
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ექსკლუზიურად Xbox-ისთვის ოთხ სტუდიასთან ერთად ახალ ტრანსლირების სერვისს ამზადებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონცერნს Sony PlayStation-თან კონკურენციის გაწევა სურს. 
10 ივნისს, შეერთებულ შტატებში გეიმერების ერთ-ერთ უდიდეს ღონისძიებაზე Microsoft-მა 52 თამაში წარადგინა და განაცხადა, რომ აქედან 18 ექსკლუზიურად მხოლოდ Xbox-ისთვის იქნება. 
გუშინდელ პრესკონფერენციაზევე გახდა ცნობილი, რომ მომხმარებლები კონსოლის თამაშებს ნებისმიერი სხვა მოწყობილობებიდან ითამაშებენ. Xbox-ის გარდა საუბარია, როგორც Windows კომპიუტერებზე, ისე iOS და Android მოწყობილობებზე. 
მასშტაბურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი იმის შესახებაც, რომ კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას ამზადებს, რის მეშვეობითაც კომპიუტერული თამაშები უფრო რეალისტური გახდება. 
შეგახსენებთ, რომ Sony E3-ს დღეს გამართავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment