ლეგენდარული ფეხბურთელები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იორდანიელი კარიკატურისტის შთაგონების წყაროდ იქცნენ. ახალი კარიკატურა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ომარ მომანიმ ახალი შედევრი შექმნა, რომელშიც პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი არგენტინელთა ლიდერს პენალტების გამოყენების სახელმძღვანელოს ჩუქნის.
აღსანიშნავია, რომ ნახატზე რონალდუს მხარზე დიეგო მარადონა ზის, რომელიც სიგარას ეწევა. ეს ის სიგარაა, რომელიც დიეგომ ისლანდიისა და არგენტინის მატჩისას მოწია.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გამოიყენა ესპანეთთან (3:3) მატჩში, მესიმ კი ისლანდიასთან (1:1) 11-მეტრიანი ვერ გაიტანა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment