Monday, June 18, 2018

ჰარი ცოლთან ერთად ბიძაშვილის ქორწილში იმყოფებოდა - მეგანის კაბამ კვლავ ყველა აღაფრთოვანა

მე­გან მარ­კლი და პრინ­ცი ჰარი პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას დიშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მე­გა­ნის კა­ბამ, რო­გორც ყო­ველ­თვის, ყვე­ლა აღაფრ­თო­ვა­ნა, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დაThe Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტარ­ძა­ლი - სე­ლია მა­კორ­დე­ი­ლი და­ი­ა­ნას დის, ლედი სარა მა­კორ­დე­ი­ლის შვი­ლია. პა­ტარ­ძალს ულა­მა­ზე­სი სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა, თუმ­ცა ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა მის­მა ტი­ა­რამ მი­ი­პყრო - ძვირ­ფა­სი აქ­სე­სუ­ა­რი პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ეკუთ­ვნო­და.
დე­ი­დაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში პრინ­ცი ჰარი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ჩან­და, მე­გან­თან ერ­თად ეკ­ლე­სი­ა­ში ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მი­ვი­და, წყვი­ლი მხი­ა­რუ­ლად ესა­უბ­რე­ბო­და სხვა სტუმ­რებს.
სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია სპენ­სე­რე­ბის ოჯახ­მა ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღო, მათ შო­რის და­ი­ა­ნას ძმიშ­ვილ­მა, 24 წლის ლუი სპენ­სერ­მაც, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ სა­სი­ძო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. სტუმ­რებს შო­რის იყო ლუის დაც, ლედი კიტი სპენ­სე­რი, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა აქვს. კიტი ყვა­ვი­ლე­ბი­ან კა­ბა­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.ქორ­წილს არ ეს­წრე­ბოდ­ნენ პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და ქეით მილ­დტო­ნი.
ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნია 45 წუ­თის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სტუმ­რებ­მა სე­ლი­ას მშობ­ლე­ბის სახ­ლში გა­და­ი­ნაც­ვლეს.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment