ახალი ლურჯი ავტობუსების გაყვანა ხაზებზე სრულად ივლისში იგეგმება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. ყველა ავტობუსი უკვე თბილისშია, მიმდინარეობს მათ განბაჟებასთან და გამართვასთან დაკავშირებული პროცესი.
თბილისის მერის მოადგილის,ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 100-მდე ავტობუსი ივლისის ბოლომდე, ხაზებზე ძველ, ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ამ დროისთვის დედაქალაქს 40-მდე ლურჯი ავტობუსი უკვე ემსახურება.
EBRD-ის პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისთვის საქართველოს 27 მილიონი ევრო გამოეყო. ამ თანხით თბილისის მერიამ MAN-ის 143 ავტობუსი შეიძინა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment