Thursday, June 29, 2017

საფრანგეთში მთვრალ მემანქანეს მატარებლის გაჩერება დაავიწყდა

პარიზი-კლერმონის რესიზე მემანქანეს ერთ-ერთ სადგურში მატარებლის გაჩერება დაავიწყდა, რადგან მთვრალი იყო. ამის შესახებ Journal du Centre წერს.
არსებული ინფორმაციით, ის არ გაჩერდა ნევერში. უსაფრთხოების მიზნით მატარებელზე კონტროლი განხორციელდა, რომელიც საბოლოოდ დასახლებულ პუნქტ სენკეზში გაჩერდა. მემანქანე ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც სისხლის ანალიზით მისი სიმთვრალე დადასტურდა. 
საფრანგეთის სარკინიგზო კომპანიაში SNCF ინციდენტს “უიშვიათესი, სერიოზული და დაუშვებელი“ უწოდეს. კომპანიამ შიდა გამოძიებაც დაიწყო რომლის შედეგადაც მემანქანის შემდგომი ბედი გადაწყდება. ინციდენტს საფრანგეთის ჟანდარმერიაც იძიებს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment