Tuesday, June 27, 2017

შსს-მ ევროპის უნივერსიტეტთან 4 ადამიანის დაჭრისთვის 1 პირი დააკავა

შსს-მ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან 4 მოქალაქის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ცნობით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შატილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი სპორტსმენი, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
ახალგაზრდები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან გამოდიოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. უნივერსიტეტში ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment