Monday, June 26, 2017

„ლაგუნა ვერესთან“ ბენზინგასამართი სადგურები შესაძლოა აიღონ

„თბილისში არსებული ათეულობით ავტოგასამართი სადგური ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს უშლის, რის გამოც იგეგმება მათი აღება“, -აცხადებს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
„გავაკეთეთ აღწერა და დავდეთ ინფორმაცია, რომ თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგური თავის დროზე წინდაუხედავად აშენდა და სატრანსპორტო ნაკადების მომატების შემთხვევაში, აქ პრობლემა შეიქმნებოდა. მაგალითად, როცა გმირთა მოედნიდან ჩავდივართ სანაპიროზე, მარჯვენა მხარეს განლაგებულია რამდენიმე ობიექტი, რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, საბურავების სერვისცენტრი, რომლებიც ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას და სატრანსპორტო ნაკადის ზრდის შემთხვევაში, კიდევ მეტ პრობლემას შექმნის“, - აცხადებს მუმლაძე. 
მისი თქმით, პრობლემური ავტოგასამართი სადგურების ნუსხა უკვე შედგენილია და ამ ეტაპზე გადაწყვეტილებაა მისაღები.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment