Monday, June 26, 2017

მაკრონი: საფრანგეთი ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში დღეს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიღო. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ყირიმის საკითხი იყო.
ემანუელ მაკრონმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. „კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საფრანგეთი არ სცნობს ყირიმის ანექსიას და პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში“- განაცხადა მაკრონმა.
მან უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს დაუდასტურა მინსკის პროცესის გაგრძელების სურვილი. „აგრესია უკრაინის მხრიდან არ მოდის. ჩვენ ვიცით ეს სიტუაცია ვინ გამოიწვია. თუმცა, ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ მიღწეული შეთანხმებების მეშვეობით“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მაკრონმა "ნორმანდიული ფორმატის" შეხვედრის ინიციატივა წამოაყენა. "ჩემი სურვილია და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ ნორმანდიული ფორმატის შემდეგ შეხვედრაზე შეგვიძლია ახალი პირობების შეთავაზება, რათა ყველა მხრიდან მოვიპოვოთ კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მაკრონმა. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment