Thursday, June 29, 2017

IDFI: მარეგულირებლებისთვის დაგეგმილ ცვლილებებში საშიში ტენდენციაა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში ”ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.
IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე განმარტავს, რომ ცვლილებების პროექტის მიზანი მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლებზე საჯარო სამსახურის ახალი კანონის მოქმედების შეზღუდვაა.
კერძოდ, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლებისთვის კანონის მოქმედება შეიზღუდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ანაზღაურება, კლასიფიკაცია, წახალისება, დაწინაურება და ა.შ. ამ ცვლილებამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენოს საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპის დამკვიდრება.
IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაამტკიცოს ამ ფორმით შემოთავაზებული კანონპროექტი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამართოს კონსულტაციები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ასევე საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ ცვლილების განხილვისას, მოითხოვოს საჯარო სამსახურის ბიუროს, როგორც რეფორმის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს, წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment