Monday, June 26, 2017

პროკურორი: ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი „დეზოდორის“ თავსახურში ჰქონდა დამალული

„ბრალდებულს სურდა საკუთარი ხელით გაეხსნა „დეზოდორი“, სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა. თუმცა მას შემთხვევით დაუვარდა და ეს მოწმეებმაც დაინახეს“, - ასეთი განცხადება გააკეთა დღეს ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც მამა გიორგი მამალაძის ბარგი დაილუქა აეროპორტში და მათივე თანდასწრებით უკვე საგამოძიებო უწყებაში დალუქული და დაუზიანებელი ბარგი შემოწმდა.
მისივე თქმით, არსებობს აეროპორტში გაკეთებული ფოტომასალა, რომელიც ბარგის დალუქვას ეხება და სადაც ჩანს, რომ მამალაძის ბარგი ყველანაირი კანონის დაცვით ილუქება.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

No comments:

Post a Comment