Wednesday, June 28, 2017

რუსთავში ცხოველის მოკვლის გამო მოქალაქე დააკავეს

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ლეკვი მოკლა, მეორე კი დაჭრა. თვითმხილველებმა  საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაჭრილი ლეკვის გადარჩენა მოხერხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. 
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რუსთავში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
რამდენიმე დღის წინ რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში 60 წლამდე კაცმა ძაღლს მუცლის არეში ლურსმნიანი ჯოხით ჭრილობები მიაყენა. ძაღლი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

No comments:

Post a Comment