Thursday, June 29, 2017

პეკინის ქუჩაზე ტროტუარების გაფართოება და ველობილიკის მოწყობა იგეგმება

თბილისის საბურთალოს რაიონში პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის განახლებასთან ერთად, ტროტუარების 70 სანტიმეტრით გაზრდა და ველობილიკების მოწყობა იგეგმება.
პეკინის ქუჩაზე ველობილიკების მოწყობის გეგმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამისი კომპანიების და მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა და პასუხისმგებელ პირებს კონკრეტული დავალებები მისცა.
„სამუშაოები გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს. როგორც ჩვენი კონტრაქტორი, ასევე კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოების მონიტორინგს პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებ, შტაბში თუ ადგილზე მოსვლით ვახორციელებ იმ ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც საჭიროა სამუშაოების გეგმით გათვალისწინებულ ვადაში დასასრულებლად,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. იგი პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ეროვნული არქივიდან სასტუმრო Holiday inn-მდე მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს გუშინ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. ამ დროისთვის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრული განახლების სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ვიდეომონიტორინგი 26 მაისის მოედანზე არსებული შტაბიდან 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.
geopressnews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment