Wednesday, June 28, 2017

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამკრძალავი ზომები 2018 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.
მინსკის შეთანხმების შესრულების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის მოხსენების შემდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა მოხსენება 22-23 ივნისს გამართულ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე წარადგინეს.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და აშშ-მ რუსეთს სანქციები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის და ყირიმის მიერთების გამო დაუწესა. სანქციები რუსეთის ეკონომიკის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვითი წარმოების სფეროებზე ვრცელდება. მათი გაუქმება დაკავშირებულია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში სტაბილიზაციის მიზნით გაფორმებული მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე 22 ივნისს შეთანხმდნენ.
imedienws.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment