Wednesday, June 28, 2017

უვიზო მიმოსვლის შემდეგ ევროპაში მოგზაურობა 20%-ით გაძვირდა

ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საქართველოდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ტურისტული კომპანიები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. ტუროპერატორები პაკეტების გაძვირებაზეც საუბრობენ. შარშანდელთან შედარებით სხვაობა დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებშია. ინფორმაციას Commersant ავრცელებს. 
ტურისტულ კომპანია „აი ემ ჯორჯიაში" ადასტურებენ, რომ აპრილიდან მოყოლებული დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. ბილეთის ღირებულებისა და ტურისტების ნაკადის ზრდა თვალში საცემია. მათი ინფორმაციით, ტურისტების რიცხვი 70%-ით გაიზარდა, ზაფხულის ტურები თითქმის გაყიდულია.
„ვადასტურებთ, რომ უვიზო მიმოსვლამ ტურისტული პაკეტები გააძვირა, რადგან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამას ველოდებოდით კიდეც, რადგან ბუნებრივი მომენტია. აქტიურად იგეგმება ზაფხულისა და შემოდგომის ტურები. ბილეთები თითქმის გაყიდული გვაქვს და ფასებიც მოთხოვნის შესაბამისად მაღალია", - განაცხადა „აი ემ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი ქვეყნიდან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში გამსვლელთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ოფიციალური მონაცემების მოშველიებით საუბრობს. მისი ინფორმაციით, ევროპაში წამსვლელთა რაოდენობამ 11%-ით იმატა. ალადაშვილის ამ ტენდენციას მოსალოდნელსა და რეალურს უწოდებს. 
28 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმით, შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება მიეცათ.

No comments:

Post a Comment