Wednesday, June 28, 2017

პოლიციამ ახალციხეში, ავტოგასამართ სადგურზე ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხეში, ავტოგასამართ სადგურზე ყაჩაღობისა და ოპერატორის დაჭრის ფაქტი გახსნა. სამართალდამცავებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში, ავტოგასამართ სადგურ „არალში“, ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)“, - აცხადებენ შსს-ში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment