Tuesday, June 27, 2017

თსუ-ს სტუდენტებს საშუალება ექნებათ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში სტაჟირება გაიარონ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში სტაჟირება გაიარონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს - თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა, ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დირექტორმა საქართველოში მარკ ჰარტელმა. ხელმოწერის ღონისძიებას, აგრეთვე დაესწრნენ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.

„ძალიან ბევრი და მრავალმხრივი ურთიერთობა არის დაგეგმილი ვოლტერ რიდის უნივერსიტეტსა და ჩვენს სტუდენტებს, პროფესორებსა და მკვლევრებს შორის. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მესამე დონის ლაბორატორიაში მიიღონ მონაწილეობა თანამედროვე კვლევაში და იმედია, სამეცნიერო რეზულტატი ამ კვლევებისა ძალიან სწრაფად გამოჩნდება. ჩვენ გვეყოლება ძალიან კვალიფიციური სტუდენტობა, ასევე ჩვენს პროფესორებს მიეცემათ საშუალება, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში იმუშაონ“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დღეს გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლებლობას მისცემს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მონაწილეობა მიიღონ უახლეს კვლევებსა და აღმოჩენებში, და მეტიც, თავად შექმნან ისინი. შესაძლებელია მათი ნაშრომები მოხვდეს ცნობილ საერთაშორისო კვლევით გამოცემებში. 

შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტების სტაჟირების საკითხებში. სტუდენტები ჩაერთვებიან კლინიკური კვლევის ტექნოლოგიებსა და მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში.
ipn.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                 ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment