Thursday, June 29, 2017

ვარსკვლავური ომების რობოტი აუქციონზე 2,76 მილიონ დოლარად გაიყიდა

"ვარსკვლავური ომები"-ს პერსონაჟი, რობოტი R2-D2 აუქციონზე 2,76 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ RollingStone წერს.
აუციონი Profiles in History-ს სახლის ორგანიზებული იყო. როგორც ამბობენ, ვარსკლავური ომის თემატიკაზე მათ მიერ ჩატარებული აუქციონებიდან რობოტი R2-D2 ყველაზე ძვირად გაიყიდა. 
"ვარსკლავური ომების" ტრილოგიის გადაღების დროს, რობოტ R2-D2-ს კოსტიუმი მსახიობ კენი ბეიკერს ჰქონდა მორგებული, რომლის სიმაღლეც 112 სანტიმეტრი იყო. მსახიობმა ეს როლი ბოლო ოთხ ნაწილში ითამაშა, ძირითადად კი რობოტს დისტანციურად მართავდა.
2016 წელს, ბეიკერის გარდაცვალების შემდეგ, R2-D2-ის როლი ბრიტანელ მსახიობს ჯიმი ბის მისცეს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment