Friday, June 30, 2017

თენგიზ სიგუას შვილიშვილი გარდაიცვალა

თურქეთში, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, თქნგიზ სიგუას ერთადერთი შვილიშვილი, ქეთი სიხარულიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქეთი ავტოიმუნური ჰეპატიტის დიაგნოზით მკურნალობდა, მაგრამ ბოლო დროს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და  საოპერაციოდ თურქეთში გადაიყვანეს, სადაც მას 21 ივნისს დედის, ირინა სიგუას ღვიძლი გადაუნერგეს, თუმცა გოგონამ ოპერაცია ვერ გადაიტანა.
“თანადგომა შეუფასებელია, სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო მადლიერება თითეული თქვენგანის მიმართ ამხელა მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთს ვგრძნობ ულევ სითბოს.
იმედია ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე დავბრუნდებით მე და ქეთი ერთად და ჯანმრთელად თბილისში. უღრმესი მადლობა”-წერდა ირინა სიგუა 20 ივნისს, ოპერაციის წინა დღეს.
ქეთი სიხარულიძე გუშინ, 29 ივნისს თბილისში დაკრძალეს.
დაკრძალვას დედა, ირინა სიგუა არ დასწრებია. ის ჯერჯერობით კვლავ თურქეთის კლინიკაშია.
“ფოსტალიონის” რედაქცია სამძიმარს უცხადებს თენგიზ სიგუას ოჯახს ქეთის გარდაცვალების გამო.
postalioni.com

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment