კომაროვის
სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი
მსოფლიოს 4-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania
(Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell
University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ $250 000 დაფინანსება მისცა.
მერიმ
სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania აირჩია. ამბავი
სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და საერთო ქართული სიხარულის საგნად
იქცა. მერი ერთ-ერთი მათგანია, ვინც წელს ქართული სკოლის მერხიდან ამერიკის
წამყვან უნივერსიტეტში გადაინაცვლებს. მისი წარმატების ამბავი
თავდაჯერებულობიდან დაიწყო. ირწმუნა, როცა გინდა, შეუძლებელი არაფერია.
ხოდა, ვნახოთ, როგორია მისი წარმატების გზა.
მერი კავთელიშილი:
"დეიდაჩემი სწავლობდა ამერიკულ უნივერსიტეტში და მისმა მოყოლილმა ამბებმა
მომცა მოტივაცია, მეც იგივე გზა გამევლო. უნივერსიტეტების შერჩევა დავიწყე
იმ პრინციპით, რომ ვეძებდი პირველ ასეულში მყოფ უნივერსიტეტს, რომლებიც
საერთაშორისო სტუდენტებს სრულ დაფინანსებას აძლევენ. მერე ჩავაბარე
გამოცდები და ჩემი შედეგების მიხედვით დავიწყე კონკრეტული უნივერსიტეტების
ძებნა, ამასთან, ფიზიკის ფაკულტეტი იყო პრიორიტეტი.
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება
რა პროცედურები გაიარე დაფინანსების მოპოვებამდე?
-
პასუხები რომ მომივიდა, ძალიან აღტაცებული ვიყავი, ასეთ კარგ შედეგებს არ
ველოდი. იმ უნივერსიტეტებში გავაგზავნე, რომლებიც იმდენ დაფინანსებას
გაძლევენ, რამდენიც გჭირდება. როგორც წესი, აგზავნი აპლიკაციას, საბუთებს
და ფორმებს, სადაც წერ, თუ რამდენია შენი ოჯახის შემოსავალი და ა.შ.
უბრალოდ, რაც უფრო მეტი დაფინანსება გჭირდება, მით უფრო იკლებს მოხვედრის
შანსი.
რა მიმართულებაზე აპირებ სწავლის გაგრძელებას?
-
უნივერსიტეტები გაძლევენ 2 წელს, რომ შენი მიმართულება აირჩიო, მაგრამ მე
ფიზიკის მიმართულებით ვაპირებ გაგრძელებას. რეალურად, ეს 4 წელი ზოგად
ფიზიკას შევეხები, ისე განახლებადი ენერგია მაინტერესებს.
ბევრი ახალგაზრდის სურვილია, მოხვდეს ევროპისა თუ აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტში. რა არის ამისათვის საჭირო?
-
სწავლისა და ქულების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია გჯეროდეს, რომ ეს
ყველაფერი შესაძლებელია. ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს პოტენციალი,
წამყვან უნივერსიტეტში მოხვდეს, მაგრამ უბრალოდ არ სჯერა. ისინი არც
ცდილობენ დიდად. მე მაგალითი მყავდა დეიდაჩემი და მან დამაჯერა, რომ მართლა
შეიძლება ამის გაკეთება.
გაიხსენე მომენტი, როცა პასუხები გაიგე...
-
თავიდან უარი მითხრეს ისეთმა უნივერსიტეტებმა, რომლებზეც მეგონა, რომ
ყველა ვარიანტში მიმიღებდნენ. მათ ჩემს ქულებზე დაბალი მოთხოვნები და
მიღების მაღალი პროცენტულობა ჰქონდათ. ამ უნივერსიტეტებიდან რომ მივიღე
უარი, მეგონა, სხვა უნივერსიტეტები საერთოდ არ მიმიღებდნენ. თუმცა, პირიქით
მოხდა. სინამდვილეში, ეს უნივერსიტეტები იმიტომ არ გიღებენ, რომ იციან
უფრო კარგი უნივერსიტეტები მიგიღებენ და ამით მიღების პროცენტულობას არ
იფუჭებენ.
პასუხების მოსვლის დრო ზუსტად ვიცოდი. ამ დროს, ჩემთან, ჩემი მეგობარი იყო მოსული და სამზარეულოში ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ცოტა ხნით გამოვედი ოთახში და გვერდი დავარეფრეშე, რავიცი, იქნება მოსულია-მეთქი და რომ გავხსენი ეწერა: გილოცავთ! ამ დროს ვერ გეტყვით, რა დამემართა. ვხტუნაობდით და ვყვიროდით, გამიკვირდა რომ მეზობლები არ შემოცვივდნენ. შემდეგ მშობლებს დავურეკე ტელეფონზე და ყველა გახარებული იყო. თანაც, ეს ისეთი უნივერსიტეტია, მართლა არ ველოდი.
პასუხების მოსვლის დრო ზუსტად ვიცოდი. ამ დროს, ჩემთან, ჩემი მეგობარი იყო მოსული და სამზარეულოში ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ცოტა ხნით გამოვედი ოთახში და გვერდი დავარეფრეშე, რავიცი, იქნება მოსულია-მეთქი და რომ გავხსენი ეწერა: გილოცავთ! ამ დროს ვერ გეტყვით, რა დამემართა. ვხტუნაობდით და ვყვიროდით, გამიკვირდა რომ მეზობლები არ შემოცვივდნენ. შემდეგ მშობლებს დავურეკე ტელეფონზე და ყველა გახარებული იყო. თანაც, ეს ისეთი უნივერსიტეტია, მართლა არ ველოდი.
რას ეტყვი იმ ახალგაზრდებს, ვისაც აქვთ წასვლის სურვილი და ვერ ბედავენ ან უბრალოდ ჰგონიათ, რომ ეს შეუძლებელია...
-
განათლების მინისტრი ამბობდა - რა ჰქმნის ჰარვარდს, რა თქმა უნდა,
ჰარვარდის სტუდენტებიო. ისინი რომ არ იყვნენ ძლიერები, მაშინ ჰარვარდი არ
იქნებოდა. ამიტომ უნივერსიტეტის ინტერესებში შედის ძლიერი სტუდენტები
მიიღოს. ეს შეუძლებელი მართლა არ არის, მთავარია, გქონდეს დიდი სურვილი. ეს
არაა დამოკიდებული ფულზე და მაგალითი სახეზეა, არა მარტო ჩემი სახით. ეს
უნივერსიტეტები იძლევიან დაფინანსებას, თუ ბავშვში დაინახეს პოტენციალი.
ჩემი აზრით, მთავარია, არსებობდეს მოტივაცია, პოტენციალი კი, ყველაში დევს.
ამასთან, თუ სწავლის გაგრძელება აშშ-ის უნივერსიტეტში გინდა, ამ დროს
ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობის მაღალი მაჩვენებელი, მარტო
ქულები არაა საკმარისი.
როგორ აპირებ შენი კარიერის განვითარებას, საქართველოში დააბანდებ შენ ცოდნას, თუ უცხოეთში დარჩები?
-
ჩემი გეგმა ჯერჯერობით ის არის, რომ ამერიკაში, როგორც მატერიალური, ისე
აკადემიური რესურსები დავაგროვო. მერე უკვე საქართველოში შემეძლება
შევცვალო სიტუაცია. რესურსების გარეშე რომ ჩამოვიდე, აქ იმდენად არაფერი
ხდება მეცნიერების კუთხით, რომ გამიჭირდება. ამ რესურსებით, გაათმაგებული
ძალით დავბრუნდები. ასევე, ძალიან მაინტერესებს გენდერული თანასწორობა,
თუნდაც მეცნიერების მხრივ, რადგან ზოგადად ყველგან და მითუმეტეს
საქართველოში, მეცნიერებაში ნაკლები გოგოა ჩართული. გოგონების გონებრივ
შესაძლებლობებს უფრო მიკერძოებულად უყურებენ. დიდი სურვილი მაქვს, ამ
კუთხითაც შევცვალო სიტუაცია და ქართველ გოგონებს მაგალითი მივცე.
ახალ ცხოვრებასთან და აშშ-სთან შეგუება ხომ არ გაგიჭირდება?
-
შეგუება არ გამიჭირდება. ჩემს თავს დამოუკიდებელ ადამიანად აღვიქვამ. ეს
პროცესიც დამოუკიდებლად გავიარე. აშშ-იც ვარ ნამყოფი და გარემოს უკვე
ვიცნობ. ასე რომ, არ გამიჭრდება.
და ბოლოს, რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მილოცვა...
- ჩემმა დამრიგებელმა დაწერა ძალიან საყვარელი და თბილი პოსტი.
მერის დამრიგებლის, ლია გოგოხიას პოსტი:
"მეამაყება,
რომ მერი ჩემი მოსწავლე იყო(სამწუხაროდ, გუშინდელი დღიდან) და სიამოვნებით
მექნებოდა ერთ-ერთ სტატუსად - მერი კავთელიშვილის მასწავლებელი. მერის
მე-7 კლასიდან ვიცნობ. მე მისი კლასის დამრიგებლობის პატივიც მქონდა. მე-7
კლასში მერი პატარა, ბეღურასავით მობუზულ, გამხდარ, ანდერსენის პატარა
იხვის ჭუკს ჰგავდა...პირველი გაკვეთილის დამთავრებისთანავე მივხვდი, რომ ამ
პატარა იხვის ჭუკისგან ულამაზესი გედი დადგებოდა არა მარტო ფიზიკურად,
გონებრივადაც. მერი ღირსია ამ გამარჯვებისა. თავდაუზოგავი შრომით მიაღწია
წარმატებას. ვულოცავ მერის, სკოლას, კლასელებს, მშობლებს, უძვირფასეს
მამიდას და საკუთარ თავს. ამერიკა! შენთვის ნამდვილად არ გაგვიზრდია ეს
გოგო..."
1.tv.ge
No comments:
Post a Comment