Tuesday, June 20, 2017

მომავალ ვეტერინარებს უმაღლესი განათლების მიღება მაგისტრის დონეზე 5 წლით გაუგრძელდებათ

აგრარული კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრ ოთარ დანელიას საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პირველი მოსმენით განიხილეს. 
კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ვეტერინარიის რეგულირებად საქმიანობად განსაზღვრას და ვეტერინარიის 5-წლიან ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე (მინიმუმ 300 კრედიტსაათი) გადასვლას ემსახურება.
მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს, რომ ქვეყანას, სადაც ამ უაღრესად სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფესიის კადრების დეფიციატია, შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციის ვეტერინარი ჰყავდეს, ისეთი, როგორსაც ქვეყნის ბაზარი ითხოვს და რომელიც სავეტერინარო განათლებაში საერთაშორისო დონეზე განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
“2010 წლამდე რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამები იურიდულ, სამედიცინო, პედაგოგიურ, საზღვაოსთან ერთად, ასევე მოიცავდა ვეტერინარიას, თუმცა ამის შემდეგ, სურათი შეიცვალა და ჩამონათვალს დააკლდა ვეტერინარია, რამაც სხვადასხვა ხასიათის ბევრი პრობლემა გამოიწვია. თუნდაც ის ფაქტი უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის დაავადებათა სამოცი პროცენტი სწორედ ცხოველთა დაავადებებიდან მოდის და საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა სწორედ ამ პროვოცირების შედეგად იღუპება. ქვეყანაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეპიზოოტური კეთილსაიმედოობა, სტანდარტები არაა სათანადო დონეზე სწორედ იმის გამო, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია და რესურსი არ არის ქვეყანაში“ - აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment