ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა საკითხზე დისკუსია გაგრძელდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პროექტი ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, რაც კანაფისა და მარიხუანის გარკვეული ოდენობით შეძენა შენახვის, გადაზიდვისა თუ მოხმარებისთვის სასჯელის სახით პატიმრობას აუქმებს.
სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment