Friday, June 16, 2017

ტრამპი: რუსეთთან ჩემი სავარაუდო კავშირი ვერ დამიმტკიცეს

"შვიდთვიანი გამოძიებისა და კომიტეტის სხდომის შემდეგ, ვერავინ შეძლო "რუსეთთან კავშირების" მტკიცებულებების წაყენება. მოსაწყენია ეს ყველაფერი", - წერს ტრამპი. 
8 ივნისს, სენატის წინაშე ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმღძვანელი ჯეიმს კომი წარსდგა. კომიმ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ FBI სამუშაოს შესაბამისად ვერ ასრულებს, ტყუილია. კომიმ სენატში განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას „კარგი მუშაობისთვის“ ხშირად აქებდა. FBI-ს ყოფილი უფროსი ფიქრობს, რომ მისი გადაყენებით ტრამპი შეცადა მისი რუსეთთან კავშირების შესახებ გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა მოეხდინა.  
10 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ის "100%"-ით მზად არის ფიცის ქვეშ, FBI-ის ყოფილ ხელმძღვანელ ჯეიმს კომიზე, ჩვენება მისცეს. თეთრ სახლში პრესკონფერენციის დროს, მან უარყო, რომ კომის ერთგულება სთხოვა ან რუსეთთან დაკავშირებით გამოძიების შეწყვეტა მოსთხოვა. "კომიმ დაადასტურა ბევრი რამ, რაც მითქვამს, მაგრამ იყო ბევრი ტყუილიც", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 
13 ივნისს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშსნმა, სენატის კომიტეტის ჩვენებაზე განაცხადა, რომ არასდროს ულაპარაკია რუსეთის წარმომადგენლებთან აშშ-ის არჩევნების შესახებ. სეშნსმა ასევე უარყო სასტუმრო Mayflower-ში, რუსეთის ელჩ, 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment