Monday, June 19, 2017

ლონდონის პოლიცია მეჩეთთან ახლოს მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს

ლონდონის პოლიცია მეჩეთთან ახლოს მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. აღნიშნულის შესახებ ლონდონის პოლიციის კონტრტერორიზმის დანაყოფის კოორდინატორმა ნეილ ბასუმ განაცხადა.

„აღნიშნული შემთხვევა განიხილება, როგორც ტერაქტი. კონტრტერორიზმის დანაყოფი იძიებს ამ საქმეს. ეს იყო თავდასხმა ლონდონზე და ყველა ლონდონელზე. ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ექსტრემისტების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან. 

ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. 

როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე დააკავეს. 

ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment