დღეს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ველოსიპედისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ბე-ემ-ვეს მარკის ავტომობილი ველოსიპედით მოძრავს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშვებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ajaratv.ge
No comments:
Post a Comment