მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო
საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის ფარგლებში, მეცნიერებისა და
ინოვაციების ფესტივალის კვირეულის მიმდინარეობისას, 2017 წლის 30 სექტემბერს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: “ღირებულებები და განათლება”.
განათლების მეცნიერების მკვლევარებს ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს
გაუზიარონ პირადი გამოცდილება ღირებულებების დანერგვის
შესახებ განათლებაში და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში მათთვის
საინტერესო საკითხებზე.
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული. მოხსენება შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ზეპირი და პოსტერული სახით.
კონფერენციის სტატიები გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში –
განათლების მეცნიერება
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი:
სამეცნიერო კონფერენცია- ღირებულებები და განათლება
No comments:
Post a Comment