თურქეთში, აკვაპარკში, ელექტროტრავმის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, საქარიას პროვინციაში მოხდა. აკვაპარკის მენეჯერი და მისი ვაჟი შეეცადნენ ბავშვების დახმარებას, თუმცა დენმა მათაც დაარტყა.
ხუთივე საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
რატომ იყო ელექტრონულად დამუხტული აუზი ჯერჯერობით უცნობია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment