Thursday, June 22, 2017

დირექტორი სკოლაში არ შეუშვეს

ნიქოზის სკოლის პედაგოგებმა დღეს დილით, დირექტორი სკოლაში არ შეუშვეს. მასწავლებლები თამაზ მელანაშვილის გადადგომას და გათავისუფლებული პედაგოგის მარინე მინდიაშვილის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. როგორც „დიანიუსის" კორესპონდენტი ნიქოზიდან იტყობინება, მათი პროტესტი 15 ივნისს მარინე მინდიაშვილის დისციპლინარული გადაცდომების გამო სამსახურიდან გაათავისუფლრბას მოჰყვა. დირექტორის თქმით, მას არაერთი საყვედური და გაფრთხილება ჰქონდა მიცემული, თუმცა პედაგოგმა ეს არ გაითვალისწინა.

 თამაზ მელანაშვილს, რომელიც 9 წელია ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორია, პედაგოგები უსაფუძვლო გათავისუფლებებში და საკუთარი კადრების დასაქმებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მინდიაშვილი მერვე პედაგოგია რომელიც სკოლის დირექტორმა ბოლო წლების განმავლობაში გაათავისუფლა. დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარინე მინდიაშვილი ერთადერთი სერტიფიცირებული პედაგოგია სკოლაში. აღსანიშნავია, რომ პროტესტი ქიმიის გამოცდის ფონზე მიმდინარეობს. პედაგოგების აქციას შეუერთდა ადგილობრივი მოსახლეობა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში წასვლას და ვითარების გაცნობას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლებაც.
dianews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment