განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევით მეტი ბავშვი არ ჩაიჭრება, უბრალოდ არ გავლენ გამოცდაზე. როგორც მინისტრმა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" განაცხადა, მეცხრე კლასამდე რაც ისწავლება ის პროგრამა უნდა იცოდეს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ გამოვა.
"ბარიერის აწევით მეტი ბავშვი არ ჩაიჭრება, უბრალოდ არ გავლენ. ანუ არსებობს ისეთი გამოცდები, რომელზეც ხალხი არ გადის. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მაგალითად ბევრი თქვენგან არ იქნება ნამყოფი მსოფლიო ჩემპიონატზე სირბილში, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა კი არ მიდის არამედ ის ვინც ჯერ სკოლაში მოიგო ჩემპიონატი, მერა ქალაქში, მერე უბანში და ასე შემდეგ.
განათლება იდეაში მსოფლიოში არის შექმნილი ასე, ეტაპებად. მეცხრე კლასის ბოლო არის must. ანუ მეცხრე კლასის ბოლომდე რაც ისწავლება უნდა იცოდეს ყველამ: მეხაჭaპურე გამოვა, არაფერი არ გამოვა, სახლში იჯდება, თუ აკადემიკოს გამოვა. ნოლი ჩაჭრილი უნდა გვყავდეს მეცხრე კლასამდე. სამწუხაროდ აქაც გვყავს ხალხი, რომელიც ტოვებს სკოლას", - განაცხადა ჯეჯელავამ.
ipress.ge

No comments:
Post a Comment