როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, 2015 წელს თბილისის საკრებულომ საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი დაამტკიცა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ წახალისებას ეხება.
პროგრამას ,„წარმატებული სტუდენტების წახალისება“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანი სოციალური სტატუსის მიუხედავად მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრანტების წახალისება და განათლების ხელშეწყობაა.
ღონისძიება ხელოვნების ცენტრში ,,ფაბრიკა“ გაიმართა და ამჯერად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიის სერტიფიკატი 145 მაგისტრანტს გადაეცა. 2015 წლიდან დღემდე, კი პროგრამის ფარგლებში, სტიპენდია უკვე 370 წარჩინებულ მაგისტრანტს გადაეცა.
საკრებულოს ინფორმაციით, სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია -ფრიადი).
ipn.ge
No comments:
Post a Comment