Sunday, June 18, 2017

ევროკავშირი არმიის შექმნას აპირებს

ევროკავშირი სიტყვიდან საქმეზე გადადის და უკვე სერიოზულად აპირებს საკუთარი, ანუ ევროპის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. დროა, დასრულდეს დაუმთავრებელ სახლში ცხოვრებაო − ასეთი მიმართვით დაასრულა თავისი გამოსვლა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც 9 ივნისს უმასპინძლა პრაღამ. ევროპელ ლიდერებს ამ ღონისძიების ჩატარების ადგილად ჩეხეთის დედაქალაქი შემთხვევით არ აურჩევიათ. ერთი წლის წინ, 2016 წლის 23 ივლისს, სწორედ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ გაახმოვანა ევროპის არმიის შექმნის იდეა ჩეხეთის დიპლომატიურ კორპუსთან და ელჩებთან გამართულ ტრადიციულ ყოველწლიურ შეხვედრაზე. ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაერთიანების ამოცანებად კონფერენციის მონაწილეებმა ის გამოწვევები დაასახელეს, რომელთა წინაშეც ევროკავშირი დგას: უკონტროლო მიგრაცია და ტერორიზმი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და „ბრექსიტის“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გავლენა ევროპის უსაფრთხოებაზე (ავტორი - კობა ლიკლიკაძე).

ვიდეო
www.radiotavisupleba.ge 


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment