„ჩვენ ვისაუბრეთ საიმიგრაციო კრიზისზე. ეს არ ეხება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და საჭიროა საერთო გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საიმიგრაციო პრობლემას გრძელვადიანი ხასიათი აქვს. „დევნილები არ არიან ვიღაც მიგრანტები, ეკონომიკური მიგრანტები, ეს ის ხალხია, ვინც თავიანთი ქვეყნები დატოვა ომის ან პოლიტიკური სიტუაციის გამო“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ipn,ge
No comments:
Post a Comment