საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემების „წითელი ზონისა“ და „ინტერview“-ს დახურვას აპროტესტებენ. „საზმაუ ჩვენია“, „არ დაგითმობთ მაუწყებელს“- ამ ტრანსფარანტებით, მაუწყებელთან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფკავშირების წევრები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ გადაცემების დახურვა პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება და თავისუფალი აზრის შეზღუდვას ისახავს მიზნად. აქციაზე მიმართვას ამზადებენ, რომელსაც ხელს მოაწერენ და არხის სამეთვალყურეო საბჭოს გაუგზავნიან
imedinews.ge
No comments:
Post a Comment