Friday, June 16, 2017

“ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა

პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი “ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვით მოქმედ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე ვრცელდება.

კანონს დაემატა ისეთი ტერმინები, როგორიცაა “ქვევრის ღვინო“ “ქარვისფერი ღვინო“, “აისვაინი“, “ვაზის გენეტიკური რესურსები“ და სხვა. შინაარსობრივად დაიხვეწა (ტექნიკურად დამუშავდა) ის განმარტებები, რომლებიც კანონის ცალკეული დებულებების ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ზონებისა და ქვეზონების მიხედვით დადგინდება “რეკომენდირებული ვაზის ჯიშების“ ჩამონათვალი. ასევე დადგინდა ვენახის კატეგორიები, ახლებურად განისაზღვრა სპირტიანი სასმელების კატეგორიები და მათი წარმოების წესი.ოთარ დანელიას ინფორმაციით, სულ უფრო იზრდება ღვინის ექსპორტი, რის შესახებ სტატისტიკაც მეტყველებს: 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მსოფლიოს 41 ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტირებულია 25 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 64%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო, რაც ასევე 58%-ით მეტია ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. ექსპორტის განსაკუთრებული მატება შეინიშნება ჩინეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელარუსში, ლატვიაში, აშშ-ში, გერმანიაში, ხოლო საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტი თითქმის ხუთჯერაა გაზრდილი.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment