მეტეოროლოგები შესაბამის უწყებებს საგანგებო შეტყობინებას უგზავნიან, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, წვიმა და წყალდიდობები. საგანგებო სამსახურები სრულ მზადყოფნაზე გადადიან.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექია მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში კი ძლიერი სეტყვაც.
19 ივნისს საღამოს საათებიდან 22 ივნისამდე არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება, ხანმოკლე წვიმები, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან აღინიშნოს სეტყვაც, დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარიც.“- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენროს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.
ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უკვე მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია დღეს საღამოს დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა მოვიდეს.
წყარო: ნიუპოსტი
No comments:
Post a Comment