Saturday, June 17, 2017

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის გარკვეულ რაიონებში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „თელასიდან“ აცნობეს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებში.

17 ივნისს, 00:30 საათიდან 07:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო ჩხეიძის, მარჯანიშვილის, ცუცქირიძის, დოდო აბაშიძის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მინდელის, შალვა ნუცუბიძის, ჯიქიას და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვერეს ხევის, ნაფეტვრების, საშა იოსელიანის, ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment