Thursday, June 22, 2017

მექსიკამ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც მარიხუანას სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენება ნებადართულია. ამის შესახებ The Independent წერს. ამ საკითხის შესახებ კანონპროექტი აპრილში ქვეყნის კონგრესმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
კანონის ამოქმედებისთვის, მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა უნდა შეიმუშავოს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მარიხუანას გაყიდვა. სხვა მიზნებისთვის მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება მესიკაში ჯერჯერობით კვლავ აკრძალულია, თუმცა პრეზიდენტმა კანაფის ლეგალიზების პროცესის გაგრძელების ბრძანება გასცა.
მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის მოხმარება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშია ნებადართული. კერძოდ, ჩეხეთსა და იტალიაში, ასევე აშშ-ის 26 შტატში. პორტუგალიასა და ავსტრიაში ამ ნარკოტიკის გამოყენება გარკვეულ ჩარჩოებში შეიძლება - მისი მოხმარება სპეციალურ კაფე-ბარებშია ნებადართული, ამასთან მცირე რაოდენობის კანაფის მოყვანა კანონით არ ისჯება. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment