საქართველო
არის უძველესი მონარქია. კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს
ქვეყანაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში,
საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„საქართველო
არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე,
ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს, ვინ ვიქნებით ხვალ. იქნებ გვეფიქრა
იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია.
ღვთის
წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა
მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება
კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.
ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი",- ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან,
როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა
ეკლესიას აკრიტიკებენ. პატრიარქის თქმით, ამის „არ უნდა შეგვეშინდეს“.
„უნდა
გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავსაყუდელი. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც
ბოროტებას სიკეთედ აქცევს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო
რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე
ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი
ვერ მოერევიან მას. ყველაფერი კარგად იქნება. მომავლის იმედით უნდა
ვიყოთ",- აღნიშნა პატრიარქმა.
1tv.ge
No comments:
Post a Comment