Saturday, June 17, 2017

დავით ნარმანია - მძღოლებს მოვუწოდებ, თუ გადაუდებელი საქმე არ აქვთ, მოერიდონ პეკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას

თბილისის მერი დავით ნარმანია პეკინის ქუჩაზე მდებარე საკოორდინაციო შტაბში მივიდა, სადაც პეკინზე არსებული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. დავით ნარმანიამ სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ნარმანიას თქმით, სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.
თბილისის მერი და სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები მძღოლებს მოუწოდებენ, თუ გადაუდებელი საქმე არ აქვთ, მოერიდონ ამ ქუჩებზე გადაადგილებას და გამოიყენონ ალტერნატიული გზები.
პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 სექტემბრამდე დასრულდება. 
პეკინის ქუჩაზე მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კერძოდ, წყალი, გაზი და „თელასის“ კაბელები, რის შემდეგაც აღდგება გზის საფარი.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment