Sunday, June 11, 2017

"ბორჯღალოსნებმა" ივნისის პირველ ტესტ მატჩში კანადა დაამარცხეს

რაგბიში საქართველოს ნაკრებმა კანადის ნაკრებს სტუმრად კლაგარიში 13:0 სძლია და 2017 წლის ივნისის ტესტ-სერია მოგებით გახსნა. ეს ქართველების პირველი გამარჯვებაა ჩრდილოეთ ამერიკაში. კანადასთან სტუმრად აქამდე საქართველომ ორჯერ ითამაშა. 
მერაბ კვირიკაშვილმა ანგარიში პირველი ტაიმის მე-4 წუთზე ზუსტი დარტყმით გახსნა. პირველ ტაიმი ქართველებმა ანგარიშით  3:0 მოიგეს. მეორე ტაიმშიც "ბორჯღალოსნები" წინ ისევ სამი ქულით, კვლავ მერაბ კვირიკაშვილის დარტყმით გავიდნენ.
შეხვედრის ბოლო წუთებზე, ქართველებმა ლელოს დადებაც მოახერხეს. კანადელებმა შეცდომა დაუშვეს, რითაც მერაბ კვირიკაშვილმა ისარგებლა. მან ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. 
შემდეგ შეხვედრას ბორჯღალოსნები აშშ-ში გამართავენ. ეს შეხვედრა ატლანტაში თბილისის დროით 18 ივნისს, დილის 3 საათზე გაიმართება. შემდეგ კი 24 ივნისს არგენტინის ნაკრებთან შეხვედრა ქალაქ ხუხუიში გაიმართება. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment