Saturday, June 17, 2017

უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე პარლამენტმა მესამე მოსმენით მორატორიუმის გამოცხადების პროექტი მიიღო

87 ხმით - არც ერთის წინააღმდეგ - უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე, პარლამენტმა მესამე მოსმენით მორატორიუმის გამოცხადების პროექტი მიიღო. 
მორატორიუმი, რომელიც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვას კრძალავს, ახალი ორგანული კანონის მიღებამდე იმოქმედებს. 
სწორედ ახალი კანონის მიხედვით გაიწერება, რა შემთხვევაში იქნება უცხოელის მიერ მიწის შეძენა შესაძლებელი, თუმცა იქამდე აკრძალვა იმოქმედებს. 
ეს „ქართული ოცნების“ მიერ ამ საკითხზე გამოცხადებული უკვე მეორე მორატორიუმია. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ  გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკისთვის წამგებიანი იქნება. 
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment