ტესტირება 25 ივნისს საქართველოს ეროვნული უნივივერსიტეტის (SEU-ს) შენობაში ჩატარდება. ტესტირებაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტები შეძლებენ.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეამოწმონ საკუთარი ცოდნა პროექტ goNaec-ის ფარგლებში და SEU-ს ინიციატივით, რაც მათ უფასო ტესტირებას გულისხმობს ამ სასწავლებლის მხარდაჭერითა და მისსავე შენობაში.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. მომავალი კვირიდან აბიტურიენტები ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას. ამისათვის აბიტურიენტი უნდა შევიდეს იმ პირად გვერდზე, რომელზეც იგი ირჩევს გამოცდებს და ნახულობს შედეგებს.
საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
imedi.fm
No comments:
Post a Comment