ლონდონში
მაღალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად, 41 ადამიანი უგზოუკვლოდ
დაკარგულად ითვლება - იუწყება Sky News-ი. ტელეკომპანია უგზოუკვლოდ
დაკარგულთა აღრიცხვას თავად აწარმოებს. ლონდონის ხელისუფლება კი, ამ დრომდე
ცდილობს, დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დაადგინოს.
ამ
დროისთვის, ოფიციალურად ცნობილია, რომ ტრაგედიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.
საავადმყოფოებში 37 ადამიანი რჩება. მათგან 17 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
პოლიციის მონაცემებით ექვსი დაღუპულის ვინაობაა დადგენილი. Sky News
პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რამდენიმე დაღუპულის ვინაობის
დადგენა შესაძლოა საერთოდ ვერ მოხერხდეს.
ხანძარი
ლონდონის დასავლეთით მდებარე 24 სართულიან საცხოვრებელ სახლში 14 ივლისის
ღამეს გაჩნდა. ცეცხლი შენობას მეორე სართულიდან მოედო. ხანძრის
ლიკვიდაციაში 200 მეხანძრე მონაწილეობდა. მათ 65 ადამიანის გადარჩენა
მოახერხეს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment