კონკრეტული გამოწვევა:
ჰორიზონტი 2020 პროგრამაში 11 მაისს გამოცხადა კონკურსი „ტვინინგი“. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ჰორიზონტი 2020 პროგრამის, კვლევისა და ინოვაციის თვალსაზრისით, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების (Widening country) კვლევითი ინსტიტუციებისა და ევროკავშირის დონეზე წამყვან კვლევით დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარების კუთხით (networking gaps) არსებულ პრობლემების მოგვარებას. ევროპაში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, კვლევით დაწესებულებებს შორის არსებობს დახურულ ჯგუფებში კოლაბორაციის ტენდენცია, ისე, რომ ნაკლებად ცნობილი, პერსპექტიული კვლევითი ინსტიტუტები ამ ჯგუფებს მიღმა რჩებიან. დაძმობილების – Twinning-ის ეს კონკურსი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.

კონკურსის ფარგლები:
დაძმობილების: Twinning-ის კონკურსის მიზანია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს, რომელიმე კვლევითი დარგის მიმართულებით მომუშავე, კვლევებისა და ინოვაციების კუთხით ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში (Widening country) დაფუძნებული უნივერსიტეტი ან კვლევითი ორგანიზაცია, ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყანაში დაფუძნებულ საერთაშორისო მასშტაბით წამყვან 2 კვლევით ორგანიზაციასთან კავშირების დამყარების გზით.

დაძმობილება: Twinning-ი მიზნებია:
ერთმანეთთან დაკავშირებული დაწესებულებების, განსაკუთრებით ე.წ. Widening country-ის უნივერსიტეტის ან კვლევითი ინსტიტუტის, სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება;
ე.წ. Widening country-ის ინსტიტუტის კვლევითი პროფილი გაძლიერებაში ხელშეწყობა ასევე, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლების კვლევითი პროფილის გაზრდაში ხელშეწყობა;

წარმატებულ Twinning-ის საპროექტო წინადადებას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული სამეცნიერო სტრატეგია, საკუთარი სამეცნიერო დარგის განვითარების და ინოვაციის შესაძლებლობების სტიმულირების თვალსაზრისით. თუ რელევანტურია, აუცილებლად უნდა იყოს კავშირები გაბმული მდგარდი განვითარების მიზნებთან.
ამგვარი სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს მთელ რიგ განსახორციელებელ ღონისძიებებს. დაწესებულების თანამშრომლების მოკლევადიან გაცვლით პროგრამას; ექსპერტთა ვიზიტებს, და მოკლევადიან ადგილზე ან ვირტუალურ ტრენინგებს; სემინარებს, კონფერენციაზე მონაწილეობას; ერთობლივი საზაფხულო სკოლების ჩატარებას; დისემინაცია და სხვა საკომუნიკაციო აქტივობებს.
Twinning-ის საპროექტო წინადადებაში მისაღებია და დასაშვებია ადმინისტრაციასთან, networking, კოორდინაციის, ტრენინგების, მენეჯმენტის და სამგზავრო ხარჯები;
Twinning-ის საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს შემდეგი სახის ხარჯებს: ინფრასტრუქტურული ხარჯები; აღჭურვილობა-დანადგარების ხარჯები და კვლევებთან დაკავშირებული ხარჯები.
Twinning-ის პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 3 წლამდე.
ამ კონკურსზე, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საპროექტო წინადადებებს ერთი მილიონი ევროს ბიუჯეტით, შეძლებენ ამ კონკრეტული გამოწვევის მოგვარებას.
მოსალოდნელი შედგები:
Twinning-ით გაწერილი ამოცანების შესრულების შედეგად, კოორდინატორი დაწესებულების კვლევითი გაზრდილი შესაძლებლობა კონკრეტულ კვლევით სფეროში . კოორდინატორი დაწესებულების რეპუტაციის, მიმზიდველობისა და კონტაქტების დასამყარებელი არხების (networking channels) გაუმჯობესებული შესაძლებლობები.
კონკურსის ინგლისურენოვანი ვერსიის სანახავად გადადით ამ ბმულზე.
ონკურსში საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ნოემბერი, 17:00:00 ბრიუსელის დროით
http://horizon2020.ge/
No comments:
Post a Comment