Tuesday, November 21, 2017

მოსალოდნელ უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს


მოსალოდნელ უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
 
როგორ უწყებაში განმარტავენ, ქალაქში პრევენციული ღონისძიებებისთვის სამუშაოები დღის განავლობაში ჩატარდა და ზღვაში გამსვლელი არხი გაიწმინდა.
"ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, „ბათუმის წყლის“ მობილურმა ჯგუფებმა დილიდანვე დაიწყეს პრევენციული ღონისძიებების გატარება. გაიწმინდა ბაგრატიონისა და დემეტრე თავდადებულის კვეთაში არსებული სანიაღვრე არხები და სანიღვრე ჭები. აღნიშნული სამუშაოები ასევე ჩატარდა გრიბოედოვისა და გორგილაძის კვეთაში. გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, კობალაძის, მეჯინისწყლისა და პატარა ჭოროხის ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხებზე. მობილიზებულია სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში „ბათუმის წყალი“ იმუშავებს უწყვეტ რეჟიმში. „ბათუმის წყლის“ ცხელი ხაზის ნომერია : (0422) 24 22 22 ", - ნათქვამია განცხადებაში.
ipn.ge

No comments:

Post a Comment